Nokia 5030 - ინფორმაცია კვების ელემენტისა და დამტენის შესახებ

background image

ინფორმაცია კვების ელემენტისა და დამტენის შესახებ
თქვენი მოწყობილობა აღჭურვილია დასატენი კვების

ელემენტით. ამ მოწყობილობისთვის

გათვალისწინებული კვების ელემენტია BL-5C. Nokia-მ

შეიძლება დაამზადოს კვების ელემენტის სხვა

მოდელები, ამ მოწყობილობისთვის გამოსაყენებლად.

ეს მოწყობილობა განკუთვნილია გამოყენებისათვის

მაშინ, როდესაც ენერგია მიეწოდება შემდეგი

დამტენებით: AC-3. დამტენის მოდელის ზუსტი

ნომერი შეიძლება იცვლებოდეს შტეფსელის ტიპის

მიხედვით. ჩასართავის ვარიანტი აღნიშნულია

შემდეგი ასოებით: E, EB, X, AR, U, A, C, K, ან UB.

ელემენტის ასობით დატენვა და დაცლა შეიძლება,

მაგრამ იგი საბოლოოდ გაიცვითება. ელემენტი

გამოცვალეთ, როდესაც ლაპარაკისა და მოცდის

დროები მნიშვნელოვნად შემცირდება ნორმალურთან

შედარებით. მოცემული აპარატის გათვალისწინებით,

გამოიყენეთ მხოლოდ Nokia-ს მიერ ნებადართული

ელემენტები და დატენეთ ისინი მხოლოდ Nokia-ს

მიერ ნებადართული დამტენებით.

თუ გამოცვლილი კვების ელემენტი პირველად

გამოიყენება, ან თუ მას არ იყენებდნენ დიდი ხნის

განმავლობაში, ელემენტის დატენვის დასაწყებად

შეიძლება საჭირო გახდეს მისი მიერთება დამტენთან,

შემდეგ გამორთვა და თავიდან მიერთება. თუ

ელემენტი ბოლომდე დაიცალა, შეიძლება რამდენიმე

წუთი გავიდეს სანამ ეკრანზე გამოჩნდება დატენვის

ინდიკატორი, ან სანამ შეძლებთ ზარის

განხორციელებას.

უსაფრთხოდ ამოღება. კვების ელემენტების

ამოღებამდე ყოველთვის გათიშეთ მოწყობილობა და

გამორთეთ იგი კვების ქსელიდან.

სწორად დამუხტვა. დამტენი და აპარატი გამორთეთ

ელექტრული კვების ქსელიდან, როდესაც არ იყენებთ.

ბოლომდე დატენილი ელემენტი არ დატოვოთ

ელექტროქსელში ჩართული, რადგან შეიძლება ამან

დააჩქაროს ელემენტის ცვეთა. თუ გამოუყენებლად

დატოვებთ, ბოლომდე დატენილი ელემენტი

თანდათანობით დაიცლება.

მოერიდეთ ექსტრემალურ ტემპერატურებს.

ყოველთვის შეეცადეთ ელემენტის გარემო

ტემპერატურა არ გასცდეს 15°C-დან 25°C-მდე (59°F-

დან 77°F-მდე) ფარგლებს. კრიტიკული

ტემპერატურები ამცირებს კვების ელემენტის

ეფექტურ მუშაობას და სიცოცხლის ხანგძლივობას.

მოწყობილობამ ცხელი ან ცივი კვების ელემენტით

შეიძლება დროებით არ იმუშაოს. ელემენტის მუშაობა

განსაკუთრებით იზღუდება გაყინვის ტემპერატურაზე

ქვემოთ.

არ მოახდინოთ მოკლე ჩართვა. შეიძლება შემთხვევით

მოხდეს მოკლე ჩართვა, თუ ლითონის საგანი,

მაგალითად, მონეტა, სამაგრი, ან კალმისტარი

ერთდროულად შეეხება ელემენტის დადებით (+) და

უარყოფით (-) ბოლოს. (ეს გამოიყურება, როგორც

ლითონის ზოლი ელემენტზე.) მაგალითად, ეს

შეიძლება მოხდეს, როდესაც სათადარიგო ელემენტი

გიდევთ ჯიბეში ან ჩანთაში. ბოლოების მოკლე

შეერთებამ შეიძლება დააზიანოს ელემენტი ან

შემაერთებელი საგანი.

გადაგდება. არ დაწვათ ელემენტები ცეცხლში, რადგან

შეიძლება აფეთქდეს. ელემენტები გადაყარეთ

ადგილობრივი წესების შესაბამისად. გთხოვთ,

მეორადი გამოყენება მისცეთ, თუ ეს შესაძლებელია.

არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად.

გაჟონვა. არ დაშალოთ, ამოჭრათ, გახსნათ,

დაამტვრიოთ, მოღუნოთ, გახვრიტოთ, ამ მოტეხოთ