
რადიო
რადიოს ჩასართავად, აირჩიეთ
მენიუ
>
რადიო
, ან დააჭირეთ FM რადიოს
ღილაკს.
თქვენი ტელეფონი
9

აირჩიეთ რომელიმე შემდეგიდან:
გამორთვა — გამორთეთ რადიო.
არხის შენახვა — შეინახეთ აქტიური არხი.
ავტო. დაყენება — ავტომატურად მოძებნეთ რადიოარხები. არხების
ავტომატური ძებნის დასაწყებად, გადაახვიეთ ზემოთ ან ქვემოთ.
მექან. დაყენება — მექანიკურად მოძებნეთ რადიოარხები. სიხშირის
შესაცვლელად, გადაახვიეთ ზემოთ ან ქვემოთ.
სიხშირე — ჩაწერეთ სასურველი სიხშირე.
არხის წაშლა — წაშალეთ შენახული არხი.
სახელის შეცვლა — შეცვალეთ შენახული არხის სახელი.
საათის რადიო — დაალაგეთ საათის რადიოს ფუნქციები.
დინამიკი ან გარნიტურა — მოუსმინეთ რადიოს, დინამიკით ან გარნიტურით.
რადიოს ხმის დასარეგულირებლად, გადაახვიეთ მარცხნივ ან მარჯვნივ.
რადიოსიგნალების უკეთესად მისაღებად, შეიძლება დაგჭირდეთ თავსებადი
გარნიტურა.
გაფრთხილება:
მუდმივად მაღალ ხმაზე მოსმენამ შეიძლება დაგიქვეითოთ სმენა. მუსიკას
მოუსმინეთ საშუალო ხმაზე და ნუ დაიჭერთ აპარატს ყურთან ახლოს,
როდესაც ჩართულია დინამიკი.